Monday, September 16, 2013

პროექტი

პროექტის სახელწოდება
ქართული კულტურა მეთორმეტე -მეცამეტე საუკუნეებში
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებმა გაიცნონ  მეტორმეტე -მეცამეტე საუკუნეების სწავლა -განათლების კერები, ლიტერატურა და ხელოვნება.
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმით რომ,მოსწავლეები პროექტის მომზადებისას გამოიყინებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს,ისწავლიან სოციუმში საკუთარი ადგილის განსაზღვრას,  სხვისი აზრის გათვალისწინებას, განუვითარდებათ ლოგიკური მსჯელობის უნარი, დაეუფლებიან დამოუკიდებლად მუშაობის წესებს.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან სწავლა- განათლების ქართულ და საზღვარგარეთულ ცენტრებს, ხელოვნების დარგებს, ნაგებობების არქიტექტორულ სტილს, შეექმნებათ წარმოდგენა ამ პერიოდის ლიტერეტურაზე, ისტორიოგრაფიისა და მთარგმნელობით საქმიანობაზე.
მონაწილეთა ასაკი
თხუთმეტი წელი
პროექტის ხანგრძლივობა
ათი დღე
მოსალოდნელი შედეგები
მასწავლებლის მიერ მითითებული წყაროებიდან  ინფორმაციის მოძიება,  დისკუსის უნარის,, წერითი მუშაობის  პრეზენტაციის უნარის გავითარება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ცარცი დაფა კომპიუტერი კატრიჯი.ლიტერატურა საქართველოს ისტორია ტომი მეორე  და მესამე მაია ალუდაურის რედაქციით.ქართველი ერის ისტორია ტომი მესამე მაია ალუდაურის რედაქციით.
პროექტის მსვლელობა
1.მოსწავლეებს ვესაუბრები პროექტის შესახებ ერთობრივად ვარჩევთ თემას. ვსაუბრობთ თემის შესახებ.
2კლასს ვყოფ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სამ ჯგუფად. თითო ჯგუფში ოთხი ბავშვია. ერთ ჯგუფს სამუშაოდ ვაძლევ სწავლა განალების ქართულ და საზღვარგარეთულ კერებს. მეორე ჯგუფს-  ლიტერატურას. მესამე ჯგუფს-ხელოვნებას.  .თითოეული ჯგუფის წევრებთან ერთად შევადგენთ სამუშაო გეგმას. მივუთითებ შესაბამის ლიტერატურას.
3.პირველი და მესამე ჯგუფის ორი წევრი იმუშავებს ტექსთთან პირველი ჯგუფის ორი წევრი კი ინტერნეტის გამოყენებით ან სხვა საშუალებით მოიპოვებს გელათის და იყალთოს აკადემიის ნანგრევების და ათონის ივერთა მონასტრის პეტრიწონის მონასტრის ფოტოებს.სმესამე ჯგუფის ორი წევრი კი-ერთაწმინდას, ფითარეტის, ხახულის ხატის ყინწვისისანგელოზის ფოტოებს. მეორე ჯგუფი მუსაობს მითითებულ ლიტერატუტასთან.სამუშაოს შესრულებისავისვის ეძლევათ სამი დღე. 
4.შევხვდები თითოეულ ჯგუფს, მათთან ერთად განვიხილავ მოპოვებულ ინფორმაციას, შევიტან შესწორებებს. დაავავალებ მათ ორი დღის განმავლობაში  ინფორმაცია ჩამოაყალიბონ საბოლოო სახით.
5.თითოეული ჯგუფის ერთერთი წევრი აკეთებს პრეზენტაციას.
6.მოსწავლეებთან ერთად მოპოვებულ ინფორმაციას დავალაგებთ შინაარსობრივად. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს ვაფესებ შემდეგი კრიტერიუმებით აქტიურობა ტექსტზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა,პრეზენტაცია.    
პროექტის ხელმძღვანელი
სალომე ორმოცაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
Salomeormocadze @gmail.com




No comments:

Post a Comment